აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ აჭარაში ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხარჯების ოპტიმიზაცია იქნება.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებების ოპტიმიზაცია დაჩქარდება და დარგობრივ სამინისტროებს შეერწყმება.
„ჩვენ უფრო ეფექტურ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. რაც შეეხება ზოგადად სამინისტროების რაოდენობას, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია სამინისტროების ზრდა და მცირე მთავრობის კონცეფცია ჩვენს რეგიონშიც გატარდება”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარაში სამინისტროების რაოდენობის გაზრდას, სავარაუდოდ ტურიზმის სამინისტროს შექმნას ზურაბ პატარაძე გეგმავდა. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას სამინისტროების რაოდენობის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მიეცა.