თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი ბრძოლის მეთოდები ყოველთვის არის პოლიტიკური და კანონმდებლობის ჩარჩოებში
თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი ბრძოლის მეთოდები ყოველთვის არის პოლიტიკური და კანონმდებლობის ჩარჩოებში

ჩვენი ბრძოლის მეთოდები ყოველთვის არის პოლიტიკური და კანონმდებლობის ჩარჩოებში, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძემ ოპონენტებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გაკეთებული თავისივე განცხადება დააკონკრეტა, რომელიც ოპოზიციამ მუქარად შეაფასა.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ჯელალ ქიქავამ ერთ-ერთ ტელეკომპანიის ეთერში აჭარის საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა.

​„ადამიანისთვის ღირსება არის უმთავრესი. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლის მეთოდები ყოველთვის არის პოლიტიკური და კანონმდებლობით გათვალისწინებული. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ვინაიდან ეს სამარცხვინო განცხადება არ გაუშვით ეთერში და საზოგადოებას კიდევ ერთხელ არ მიადგა შეურაცხყოფა, გავიმეორებ, ჩვენი ბრძოლის მეთოდები არის პოლიტიკური“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.