თორნიკე რიჟვაძე - ახალი მეჩეთი ბათუმში უნდა აშენდეს მხოლოდ ქართული ფულით
ახალი მეჩეთი ბათუმში უნდა აშენდეს მხოლოდ ქართული ფულით, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, რომელზეც აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს.
კითხვა მეჩეთის აშენების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დასვა.
“აჭარა არის მულტიკულტურული და მულტირელიგიური რეგიონი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა აღმსარებლობის, მიმდევრის უფლება და თავისუფლება. საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე, ახლო მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას. დეტალები ადგილმდებარეობის, მეჩეთის არქიტექტურის თაობაზე ასევე კონსენსუსის საფუძველზე დაზუსტდება და რაც მთავარია, მეჩეთი უნდა აშენდეს მხოლოდ ქართული ფულით”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ამ დროისთვის უმაღლესი საბჭოს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.