ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმში ქართული ანიმაციური ფილმის „მიტოვებული სოფელი“ ჩვენება გაიმართება
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მარიამ კაპანაძის სადებიუტო ანიმაციურ ნამუშევარს – „მიტოვებული სოფელი“ ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს.
ფილმის ჩვენება იებისუს ხელოვნებისა და ალტერნატიული ხედვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. ფესტივალი 1995 წლიდან იმართება.
„მიტოვებული სოფელი“ პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც მას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო გადაეცა.
„მიტოვებული სოფელი“ შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და „ქართული ფილმი-აფხაზეთის“ ბაზაზე, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი.