ტოივო კლაარი - ზაზა გახელაძე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს და თან ძალიან სწრაფად
სამხრეთ კავკასიაში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებათა 53-ე რაუნდზე აუცილებლად განიხილება ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი.
„ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხს აუცილებლად განვიხილავთ. ევროკავშირის მხრიდან ჩვენ ეს თემა წამოვჭერით არაერთ ფორმატში. ზაზა გახელაძე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს და თან – ძალიან სწრაფად. თითქმის ერთი წელი გავიდა საქართველოს მოქალაქის დაკავებიდან. ნამდვილად არის მისი გათავისუფლების დრო. მე არ ველოდები, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგად დაუყოვნებლად მოხდება გახელაძის ციხიდან გამოშვება, მაგრამ იმედი მაქვს, ეს შეხვედრა და დისკუსია ხელს შეუწყობს პროცესს“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.