თოფაძეების ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე ერთადერთი ინფორმაცია გაგვაჩნია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო, – ამის შესახებ თოფაძეების ოჯახის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც მან იცის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს ჭრილობა ფილტვისა და კისრის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, ჯერჯერობით საქმის გარემოებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„ამ ეტაპზე ერთადერთი ინფორმაცია გაგვაჩნია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იყო მძიმე. როგორც ვიცი, ცივი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა ფილტვის არეში და კისერში. თავდამსხმელზე ინფორმაციას არ ვფლობ. არც სახელი და გვარი ვიცით. მეორეზეც ვერანაირი წარმოდგენა ვერ გვექნება. მომხდართან დაკავშირებით დააკავეს თუ არა ვინმე, არც ის ვიცი. რა ვითარებაში დაჭრეს და საქმის სხვა გარემოებების შესახებ ამ დროისთვის ვიდრე დაზარალებულად არ გვცნობენ, ინფორმაცია არ გაგვაჩნია,“- განაცხადა ანთაძემ.
თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს.