ფეისბუქი საკუთარ აპლიკაციაში ადგილობრივი გამომცემლებისათვის ახალ ფუნქციას ტესტავს. Today in კომპანიის ჟურნალისტური პროექტის ნაწილია, რომელიც ჯერჯერობით აშშ-ის 6 ქალაქში იტესტება.
ახალი ფუნქციის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ გაეცნონ ადგილობრივ ახალ ამბებს, რომლებსაც კონკრეტული სააგენტოები გაავრცელებენ. მომხმარებლებს შეეძლებათ სააგენტოები და სიახლეები, რელევანტურობისა და მოვლენის ადგილის მიხედვით აარჩიონ. მკითხველებს შეეძლებათ, გამოიწერონ სიახლეები იმ ადგილებიდანაც, რომლებიც მათი ინტერესის ობიექტში მოხვდება.
თუმცა, ყველა ადგილობრივ გამომცემელს ამ სექციაში მოხვედრის საშუალება არ ექნება. საჭიროა, რომ ჯერ ფეისბუქის გუნდმა დაადასტუროს მათი უფლებამოსილება და ე.წ. ვერიფიკაცია გაიარონ. ეს პროცესი ყალბი სიახლეების ასაცილებლად იქნება საჭირო.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის ჩაუშვებს ფეისბუქი ახალ ფუნქციას გლობალურად.