ტიტე აროშიძე - გაცამტვერდა მითი, რომ ოპოზიციის ერთიანობა ურყევია, ირაკლი ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება მისასალმებელია და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ
გაცამტვერდა მითი, რომ ოპოზიციის ერთიანობა ურყევია, ირაკლი ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება მისასალმებელია და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა ტიტე აროშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თანაგუნდელების მხრიდან ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ აგრესია არის უზნეობა. ამასთან, როგორც ტიტე აროშიძე აცხადებს, ირაკლი ჩავლეიშვილი განათლებისა და კულტურის კომიტეტში იმუშავებს.
„ჩავლეიშვილს უზნეოდ დაუპირისპირდნენ თანაგუნდელები, მის მიმართ ერთგვარ ბულინგს აქვს ადგილი. ჩემი მხრიდან კი ვიტყვი, რომ მისასალმებელია მისი გადაწყვეტილება და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. გაცამტვერდა მითი, რომ ოპოზიციის ერთიანობა ურყევია. ირაკლი ჩავლეიშვილი განათლებისა და კულტურის კომიტეტში იმუშავებს, ვულოცავ მას სრულფასოვან წევრობას და ასევე მივესალმებით ყველა დეპუტატს, რომელიც უმაღლეს საბჭოში შემოსვლას გადაწყვეტს“, -განაცხადა ტიტე აროშიძემ.
ირაკლი ჩავლეიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო. მან პარტიაც დატოვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. დეპუტატის განცხადებით, ბოიკოტირებასთან დაკავშირებით მისი და პარტიის პოზიცია ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.