„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი კობა ხაბაზი თავზე ნაგვის დაყრას ამართლებს 
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი კობა ხაბაზი თავზე ნაგვის დაყრას ამართლებს 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა ხაბაზი მიიჩნევს, რომ თავზე ნაგვის დაყრა ღალატის საპასუხო იყო, – ამის შესახებ კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.

„ბათუმელი ელისაშვილი ნაგვის ურნის პირველი კავალერი გახდა. ღალატი არავის ეპატიება“, – წერს კობა ხაბაზი.

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.