ტიმ დანკანი ახალი სეზონიდან გრეგ პოპოვიჩის ასისტენტის ფუნქციას აღარ შეასრულებს
ტიმ დანკანი 2019-20 წლების სეზონზე „სან-ანტონიო სპურსში“ გრეგ პოპოვიჩის ასისტენტად მუშაობდა. New York Times-ის ჟურნალისტი მარკ შტეინი იუწყება, რომ „სპურსის“ ლეგენდა მომდევნო სეზონიდან ასისტენტის ფუნქციებს აღარ შეასრულებს. წყაროს ცნობით, დანკანმა მომდევნო წელს დასვენება არჩია.
ტიმ დანკანს მოთამაშის რანგში „სან-ანტონიოს“ შემადგენლობაში 5-ჯერ აქვს ჩემპიონის ბეჭედი მოგებული. მან სპორტული კარიერა 2016 წელს დაასრულა.