NBA-ის დრაფტი 2023 – „სან ანტონიომ“ პირველ ნომრად ვემბანიამა აირჩია #1TVSPORT
NBA-ის დრაფტი 2023 – „სან ანტონიომ“ პირველ ნომრად ვემბანიამა აირჩია #1TVSPORT

ნიუ იორკში, „ბარკლაი ცენტრის“ არენაზე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დრაფტი გაიმართა.

როგორც მოსალოდნელი იყო, „სან ანტონიო სპურსმა“, რომელსაც არჩევის პირველი უფლება ჰქონდა, ფრანგი ცენტრი ვიქტორ ვემბანიამა აიყვანა. ფორვარდი ბრენდონ მილერი მეორე ნომრად „შარლოტმა“ აირჩია, ხოლო ამომავალი ვარსკვლავი სკუტ ჰენდერსონი მესამე ნომრად „პორტლენდს“ ერგო.

დრაფტის პირველი რაუნდის შედეგები:

  1. ვიქტორ ვემბანიამა (საფ) – სან ანტონიო
  2. ბრენდონ მილერი (აშშ) – შარლოტი
  3. სკუტ ჰენდერსონი (აშშ) – პორტლენდი
  4. ამენ ტომპსონი (აშშ) – ჰიუსტონი
  5. აუსარ ტომპსონი (აშშ) – დეტროიტი
  6. ენტონი ბლეკი (აშშ) – ორლანდო
  7. ბილალ კულიბალი (საფ) – ვაშინგტონი
  8. ჯარას ოუკერი (აშშ) – ინდიანა
  9. ტეილორ ჰენდრიქსი (აშშ) – იუტა
  10. კეისონ ოულესი (აშშ) – ოკლაჰომა
  11. ჯეტ ჰოვარდი (აშშ) – ორლანდო
  12. დერეკ ლაივლი (აშშ) – დალასი
  13. გრეიდი დიკი (აშშ) – ტორონტო
  14. ჯორდან ჰოუკინსი (აშშ) – ნიუ ორლეანი
  15. კობი ბაფკინი (აშშ) – ატლანტა
  16. კეიონტე ჯორჯი (აშშ) – იუტა
  17. ჯეილენ ჰუდ-შიფინი (აშშ) – ლეიკერსი
  18. ხაიმე ხაკესი (აშშ) – მაიამი
  19. ბრანდინ პოდზემსკი (აშშ) – გოლდენ სტეიტი
  20. კემ უიტმორი (აშშ) – ჰიუსტონი
  21. ნოა კლაუნი (აშშ) – ბრუკლინი
  22. დარიკ უაიტჰედი (აშშ) – ბრუკლინი
  23. კრის მიურეი (აშშ) – პორტლენდი
  24. ოლივიე-მაკსენს პროსპერი (კან) – დალასი
  25. მარკუს სასერი (აშშ) – დეტროიტი
  26. ბენ შეპარდი (აშშ) – ინდიანა
  27. ნიკ სმიტი (აშშ) – შარლოტი
  28. ბრაის სენსაბო (აშშ) – იუტა
  29. ჯულიან სტროუტერი (აშშ) – დენვერი

30. კობი ბრაუნი (აშშ) – კლიპერსი