ნოვიცკი, გასოლი და პარკერი დიდების დარბაზში შეიყვანეს #1TVSPORT
ნოვიცკი, გასოლი და პარკერი დიდების დარბაზში შეიყვანეს #1TVSPORT

„დალასის“ შემადგენლობაში NBA-ის 2011 ჩემპიონი დირკ ნოვიცკი, „ლეიკერსის“ რიგებში ორგზის ჩემპიონი პაუ გასოლი და „სან ანტონიოს“ შემადგენლობაში ოთხგზის ჩემპიონი ტონი პარკერი ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ასეთივე პატივი ერგო „მაიამი ჰიტის“ ლეგენდას, NBA-ის სამგზის ჩემპიონს, დუეინ უეიდს.

ცერემონია 12 აგვისტოს, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდში გაიმართა.

ასევე დიდების დარბაზის წევრები გახდნენ „სან ანტონიოს“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი და მრავალი წლის განმავლობაში მისი  ასისტენტი ბეკი ჰემონი, რომელმაც თავისი სათამაშო კარიერის გამო დაიმსახურა ეს აღიარება.

გარდა ამისა, დიდების დარბაზის წევრები გახდნენ ჯინ ბესი, გერი ბლერი, დევიდ ჰიქსონი, ჯინ კიდი, ჯიმ ვალვანო და აშშ-ის 1976 წლის ქალთა ოლიმპიური გუნდი.