ვიქტორ ვემბანიამამ მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება გადაწყვიტა #1TVSPORT
ვიქტორ ვემბანიამამ მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება გადაწყვიტა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დრაფტის პირველი ნომერი, „სან ანტონიო სპურსის“ ახალწვეული ვიქტორ ვემბანიამა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, რომელიც 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ფილიპინებში, ინდონეზიასა და იაპონიაში გაიმართება. ამის შესახებ დაწერა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა.

აღნიშნავენ, რომ ეს არის 19 წლის კალათბურთელის „რთული“, მაგრამ „საბოლოო გადაწყვეტილება“.

ვარაუდობდნენ, რომ ვემბანიამა დაეხმარებოდა ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე. როგორც ჩანს, ფრანგმა ეს გადაწყვეტილება „სან ანტონიოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.