გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის სეზონისთვის მზადება შედეგიანად დაასრულეს #1TVSPORT
გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის სეზონისთვის მზადება შედეგიანად დაასრულეს #1TVSPORT

NBA-ის რეგულარული სეზონის დაწყებამდე ქართველი კალათბურთელების გუნდებმა ბოლო ამხანაგური შეხვედრები ჩაატარეს. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ შინ ბრაზილიური „ფლამენგო“ 109:75 დაამარცხა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ სტუმრად „გოლდენ სტეიტს“ 122:117 სძლია.

მიღებული წუთებიდან გამომდინარე, ორივე ქართველი კალათბურთელი შედეგიანი იყო. ბითაძემ ბრაზილიური გუნდის წინააღმდეგ 21:48 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ 6 დან 3 ორქულიანი და 8 დან 5 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

„გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ 7 წუთი მიიღო მამუკელაშვილმა. მან ამ დროის მანძილზე  8 ქულა, 1 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ თამაშიდან 4-ჯერ ესროლა და 3 ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა.

სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს „ორლანდო მეჯიქი“ 26 ოქტომბერს საშინაო მოედანზე „ჰიუსტონ როკეტსთან“ გამართავს, ხოლო „სან ანტონიო“ იმავე დღეს „დალას მავერიქსს“ უმასპინძლებს.