გამოცემა „აირალამო“ - „სან ანტონიომ“ მომავალი სეზონისთვის შემადგენლობა მამუკელაშვილის გარეშე არც უნდა განიხილოს #1TVSPORT
გამოცემა „აირალამო“ - „სან ანტონიომ“ მომავალი სეზონისთვის შემადგენლობა მამუკელაშვილის გარეშე არც უნდა განიხილოს #1TVSPORT

ამერიკელი გამოცემა „აირალამოს“ ჟურნალისტი ჯალილ ვილიამსი „სან ანტონიოში“ სანდრო მამუკელაშვილის მომავალზე წერს და აღნიშნავს, რომ კლუბმა ახალი სეზონის შემადგენლობა ქართველი კალათბურთელის  გარეშე არც უნდა განიხილოს.

„სანდრო მამუკელაშვილი უნივერსალური და მრავალმხრივი მოთამაშეა, „სპურსმა“ მომავალი სეზონისთვის შემადგენლობა მის გარეშე არც უნდა განიხილოს. იგი იდეალურად ჯდება გუნდის სათამაშო სქემაში. მამუ ჭკვიანი კალათბურთელია, რომელიც დაცვაშიც კარგად თამაშობს, შეუძლია ბურთის ფლობა, პასების გაცემა და ფარქვეშ წარამატებით თამაში. „სან ანტონიოს“ გულშემატკივრები კარგად იცნობენ ქართველს, რომელიც თამაშის სტილით შეიძლება ბორის დიაოს შევადაროთ.

მამუკელაშვილის მსგავსი მრავალმხრივი მოთამაშეები საჭიროა, სწორ ადგილას და სწორ გუნდში მოხვდნენ, სადაც კიდევ უფრო გაიზრდებიან, განვითარდებიან და ჩამოყალიბდებიან ისეთი დონის მოთამაშეებად, რომლებიც შემდეგ დიდი ხანი წარმატებით თამაშობენ ლიგაში. სანდროსთვის კი ასეთი გუნდი „სან ანტონიოა“.