თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ​

უწყების ცნობით, ​ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე​ ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ​ცეცხლი სავაჭრო ობიექტის საწყობებს გაუჩნდა.

    

ფოტო: მირიან მელაძე