თეთრიწყაროში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო
თეთრიწყაროში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთო. სოფელ ჭივჭავისა და კლდეისის მცხოვრებლები ადგილზე ნიჩბებით მივიდნენ და მეხანძრე-მაშველებს ტყეში გზის გაკვალვაში ეხმარებიან.
ხანძრის კერები მიუდგომელია და რთული რელიეფის გამო, ტექნიკა ვერ მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან 40-მდე მეხანძრე-მაშველი, პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
როგორც თეთრიწყაროს მერი გიორგი ქორიძე აცხადებს, ცეცხლი ძირითადად გამხმარ ბალახს უკიდია და სოფლებში მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
გიორგი ქორიძე ვარაუდობს, რომ ხანძარი მოსახლეობის დაუდევრობამ გამოიწვია.