თეთრი სახლი რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლო გეგმას უარყოფს
თეთრი სახლი რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლო გეგმას უარყოფს

თეთრი სახლი უარყოფს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლების გეგმის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის სარა სანდერსის თქმით, ამერიკის მთავარი დიპლომატი განაგრძობს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.

გავრცელებული ხმები უარყვეს სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

მანამდე ამერიკული გავლენიანი გამოცემები წერდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლებას გეგმავდა. მის ადგილზე კი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის, მაიკ პომპეოს დანიშვნას აპირებდნენ.

მანამდე ტელეკომპანია NBC-მ გაავრცელა ცნობა, რომ დაახლოებით სამი თვის წინ, ტილერსონი თავად აპირებდა თანამდებობიდან გადადგომას და ამის მიზეზად პრეზიდენტთან რიგ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე შეუთანხმებლობა სახელდებოდა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ვერ თანხმდებიან.