თეთრი სახლი - აშშ და მოკავშირე ქვეყნები უკრაინასთან ერთად მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ
თეთრი სახლი - აშშ და მოკავშირე ქვეყნები უკრაინასთან ერთად მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ

აშშ და მოკავშირე ქვეყნები უკრაინასთან ერთად მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ, – ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

„ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის პარტნიორებთან, ვმუშაობთ უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან, რათა დავინახოთ, არსებობს თუ არა მარცვლეულის სახმელეთო გზით მიწოდების გზები, მაგრამ ეს არც ისე ეფექტურია“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

კირბიმ აღნიშნა, რომ მარცვლეულის ბაზარზე მოხვედრის საუკეთესო საშუალება საზღვაო გზებია.

„მარცვლეულის ბაზარზე მოხვედრის საუკეთესო საშუალება საზღვაო გზებია, მაგრამ ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ“, – აღნიშნა კირბიმ.

„სიენენი“ წერს, რომ მარცვლეულის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც გარიგება შეწყდა და მოსკოვის სამიზნე უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურა გახდა.