ტერორისტული საფრთხის გამო, გერმანიის 14 აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
ტერორისტული საფრთხის გამო, გერმანიის 14 უმსხვილეს აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.
სამართალდამცველები ტერორიზმში ეჭვმიტანილ ოთხ პირს ეძებენ, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერთ-ერთ აეროპორტზე თავდასხმას გეგმავდნენ.
გავრცელებული ცნობით, ცოტა ხნით ადრე, პოლიციამ ამავე საქმესთან კავშირის გამო, ბადენ-ვიურტემბერგში საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამი პირი დააკავა.