გერმანია ელიტური დანაყოფის შემადგენლობას მესამედით გაზრდის
გერმანია ელიტური დანაყოფის შემადგენლობას მესამედით გაზრდის

ტერორისტული საფრთხის გამო, გერმანია ელიტური დანაყოფის შემადგენლობას მესამედით გაზრდის. AP-ის ინფორმაციით, გასამხედროებული დანაყოფისთვის მეორე ბაზა გაიხსნება.

ელიტური დანაყოფის ხელმძღვანელის განცხადებით, ერთი ბაზა ქალაქ ბონთან მდებარეობს, მეორე კი სავარაუდოდ დედაქალაქ ბერლინში შეიქმნება.

GSG 9-ის ბაზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც 1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიადის დროს გერმანიის სპეცსამსახურებმა ისრაელის სპორტსმენების მკვლელობების განეიტრალება ვერ შეძლეს.

ელიტური დანაყოფის წევრების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.

დატოვე კომენტარი