ტერორისტული საფრთხის გამო, გერმანიის 14 აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

08:58, 21.12.2018

ტერორისტული საფრთხის გამო, გერმანიის 14 უმსხვილეს აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

სამართალდამცველები ტერორიზმში ეჭვმიტანილ ოთხ პირს ეძებენ, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერთ-ერთ აეროპორტზე თავდასხმას გეგმავდნენ.

გავრცელებული ცნობით, ცოტა ხნით ადრე, პოლიციამ ამავე საქმესთან კავშირის გამო, ბადენ-ვიურტემბერგში საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამი პირი დააკავა.

მსგავსი