ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ წევრები კენიაში სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს
სომალში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ წევრები კენიაში მდებარე სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს, სადაც ამერიკელი ჯარისკაცებიც არიან დისლოცირებულნი. ამის შესახებ ინფორმაციას საგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კენიელი სამხედრო მაღალჩინოსნების ცნობით, ინციდენტი ლამუში მოხდა, სადაც სამხედრო ბაზაზე უცხოელი ჯარისკაცებიც იმყოფებიან.
მათივე ცნობით, იერიში ჯერ კიდევ გრძელდება, სამხედრო ბაზას კვამლი ფარავს.
დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაედასთან“ არის დაკავშირებული და წლებია, სომალის ხელისუფლების დასამხობად იბრძვის.