თერჯოლის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო, ათი პირი თვითიზოლაციაში იმყოფება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევის გამო, ათი პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.
სოფლის იმ უბანში, სადაც ინფიცირებული ოჯახი ცხოვრობს, თერმოსკრინინგი და კონტაქტების მოძიების პროცესი მიმდინარეობს.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ხელისუფლება რეგიონში ეპიდსიტუაციას სრულად აკონტროლებს და დამატებით უსაფრთხოების ზოების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
სოფელ ღვანკითში მცხოვრები ორი ახალი ინფიცირებული ცოლ-ქმარი არიან.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 266 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 67 გამოჯანმრთელდა.