თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

11:07, 13.04.2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, პაციენტები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ამასთან, ორივე შემთხვევა ე.წ.თერჯოლის კლასტერს და 75 წლის ინფიცირებულ ქალს უკავშირდება.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 266 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 67 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი