თერჯოლის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს
თერჯოლის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეების თქმით, პროექტი გარემოსა და ადამიანებს დააზარალებს. ადგილობრივების განცხადებით, „ენერგოპროჯორჯიამ“ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის შეკვეთით ტრანსფორმატორის მშენებლობა დაიწყო, რაც აფიქრებინებთ, რომ მოსახლეობის თხოვნა ხელისუფლებამ უგულვებელყო.

„ქუთაისს წაართვეს ყველაფერი, მათ შორის პარლამენტი და მის ნაცვლად, ქალაქის შესასვლელში ხელისუფლება ნაგავსაყრელს დგამს. ჩვენ ყველა მშვიდობიან გზას გამოვიყენებთ, რომ არ დავუშვათ პროექტის განხორციელება, რომელიც არა მხოლოდ რამდენიმე სოფელს, არამედ ქუთაისსაც აზარალებს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ალა ტუკვაძემ.

მანამდე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა იმ ადგილზე შეიკრიბა, სადაც მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ნაგავსაყრელის მშენებლობას გეგმავს.