წყალტუბოს სოფელ უკანეთში ადგილობრივები ნაგავსაყრელის მოწყობას ეწინააღმდეგებიან
წყალტუბოს სოფელ უკანეთში ადგილობრივები ნაგავსაყრელის მოწყობას ეწინააღმდეგებიან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, სოფლის ტერიტორიაზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ნაგავსაყრელი მოეწყობა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაგავსაყრელი გარემოს დაბინძურებას გამოიწვევს და მათ არსებობის ერთადერთი წყაროს, პირუტყვის მოვლისა და საძოვარზე გაშვების საშუალებაც შეეზღუდებათ.

„მივმართავთ ყველა ხერხს, მათ შორის ძალისმიერ მეთოდებს, რათა ხელი შევუშალოთ ამ პროექტს. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ავტობანს გადავკეტავთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე გიორგი რუსაძემ.

მსგავსი პროტესტი რეგიონში 2019 წელსაც გაიმართა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგნისა და ასევე მიმდებარე სოფლების, ჭოგნარისა და ოდილაურის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მათი სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობას აპროტესტებდა. პროტესტის შემდეგ ნაგავსაყრელი ტერიტორიაზე აღარ მოეწყო.

დატოვე კომენტარი