თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში უბედური შემთხვევისას ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში უბედური შემთხვევისას ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში, სადაც სამი წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა და ტყვია ექვსი წლის ძმას მოხვდა.

მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.