თერჯოლის ცხელების ცენტრში ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას საეჭვო სიმპტომებით ერთმა ახალმა პაციენტმა მიმართა.
მას ანალიზი უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.