თერჯოლის ცხელების ცენტრში ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

20:55, 08.05.2020

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას საეჭვო სიმპტომებით ერთმა ახალმა პაციენტმა მიმართა.

მას ანალიზი უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

მსგავსი