თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ისინი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში ცხელებით ერთი პაციენტი შევიდა, მედიკოსებმა მას უკვე აუღეს „კოვიდ-19“-ზე ანალიზი და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.