თერჯოლის ცხელების ცენტრში ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

21:49, 06.06.2020

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ისინი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში ცხელებით ერთი პაციენტი შევიდა, მედიკოსებმა მას უკვე აუღეს „კოვიდ-19“-ზე ანალიზი და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი