თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის პასუხი მიიღეს და ხუთივე უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ხუთი პაციენტიდან სამი კლინიკაში გუშინ, ორი კი დღეს შევიდა.
სტაციონარში გამოსაკვლევი პაციენტები ამ ეტაპზე არ ჰყავთ.