თერჯოლის ცხელების ცენტრში ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

20:55, 04.05.2020

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის პასუხი მიიღეს და ხუთივე უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხუთი პაციენტიდან სამი კლინიკაში გუშინ, ორი კი დღეს შევიდა.

სტაციონარში გამოსაკვლევი პაციენტები ამ ეტაპზე არ ჰყავთ.

მსგავსი