თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ხუთივე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
სამედიცინო დაწესებულებაში ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნა და პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი.