თერჯოლის ცხელების ცენტრის ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

16:02, 05.05.2020

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ხუთივე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

სამედიცინო დაწესებულებაში ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნა და პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი.

მსგავსი