ტერეზა მეიმ 11 დეკემბერს თემთა პალატაში ბრექსიტის შეთანხმებასთან დაკავშირებული კენჭისყრა გადადო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ 11 დეკემბერს თემთა პალატაში ბრექსიტის შეთანხმებასთან დაკავშირებული კენჭისყრა გადადო.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დღეს ტერეზა მეიმ სატელეფონო კონფერენციის რეჟიმში მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გამართა.
ამასთან, ბრიუსელში ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გადახედვაზე უარი თქვეს.
„ჩვენ არ გავმართავთ ახალ მოლაპარაკებებს, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა“, – განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ჟან-კლოდ იუნკერის უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიღწეული შეთანხმება საუკეთესოა შესაძლებელთა შორის.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.