ტერეზა მეი - რუსეთი გვითრევს იმ კონფლიქტებში, რომლებიც ჩვენი არ არის
რუსეთი გვითრევს იმ კონფლიქტებსა და კრიზისებში, რომლებიც ჩვენი არ არის, – ეს განცხადება გაერო-ს გენერალურ დებატებზე გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ამასთან; ტერეზა მეის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც წარსულ შეცდომებზე სწავლობს, ვალდებულია, რუსეთს პასუხი გასცეს.
“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონებს, სუვერენული ტერიტორიების მითვისებისა ან სხვა ქვეყნის მიწაზე ქიმიური იარაღის უგუნური გამოყენებით, როდესაც ამას დიდი ბრიტანეთის ქუჩებში რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტები აკეთებენ” – განაცხადა ტერეზა მეიმ.
მისივე თქმით, სოლსბერიში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხო ზომები დიდმა ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ მიიღეს.
“ჩვენ გავაძევეთ 150-ზე მეტი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი. ეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შემთხვევა იყო” – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ტერეზა მეიმ.