ტერეზა მეი მიიჩნევს, რომ Brexit-ის შემდეგ ბრიტანეთის ეკონომიკა გაძლიერდება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ბრიტანული კომპანიები მეტ თავისუფლებას მოიპოვებენ, რაც ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანულ და ევროპულ კომპანიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
Brexit-ის საკითხი ტერეზა მეიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს განიხილა.
„ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი და ახლაც იმავე პოზიციაზე ვრჩები, რომ Brexit-ის დასრულების შემდეგ, როდესაც ბრიტანული კომპანიები სრულ თავისუფლებას მოიპოვებენ, ქვეყნის ეკონომიკა გაძლიერდება. ასევე, იმედი მაქვს, რომ ბრიტანულ და გერმანულ კომპანიებს შორის სავაჭრო სფეროში კავშირები კიდევ უფრო გამყარდება“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.
ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის მოწინააღმდეგეები ხშირად აღნიშნავენ, რომ Brexit-ი გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკას დააზარალებს. ამ პოზიციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია.