ტერეზა მეი ევროპული საბჭოს სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვს
ტერეზა მეი 28-29 ივნისს, ევროპული საბჭოს სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ეს სამიტი ჩვენთვის არ არის განკუთვნილი მხოლოდ „ბრექსითის“ განსახილველად. აღნიშნულ თემასთან ერთად ჩვენ ბევრ სხვა საკითხზეც ვიმსჯელებთ. მათ შორის კი იქნება სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს, რომ ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ არსებული სანქციები შენარჩუნდეს. შესაძლოა, აკრძალვების გამკაცრებაც მოვითხოვოთ“,- განაცხადა ტერეზა მეიმ წარმომადგენელთა პალატაში კითხვა-პასუხის დროს.
10 მაისს, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური მოსკოვი მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის მზად არის.