ტერეზა მეი - ევროპამ უნდა დაანახოს ყველას, რომ ერთად მუშაობა შეგვიძლია
ევროპამ უნდა დაანახოს ყველას, რომ ერთად მუშაობა შეგვიძლია, – ამის შესახებ განცხადება ბულგარეთის დედაქალაქში მიმდინარე ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
სოფიაში მიმდინარე სამიტი დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციას ეძღვნება.
„მოხარული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი ივლისში დასავლეთ ბალკანეთის სამიტს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. დღეს ჩვენ აუცილებლად დავინახავთ, როგორ შეგვიძლია ევროპაში კოორდინირებულად მუშაობა, რომ დასავლეთ ბალკანეთში მეტი სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.
დასავლეთ ბალკანეთის სამიტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, რეგიონის ექვსი სახელმწიფო – სერბეთი, ბოსნია, ალბანეთი, მაკედონია, მონტენეგრო და კოსოვო მონაწილეობენ.