ტერეზა მეი - ბრიტანეთს აშშ-თან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და ახლა ძლიერია, როგორც არასდროს
ბრიტანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და ის ახლა ისე ძლიერია, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომელიც რამდენიმე საათში დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება.
პრემიერის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პირველი პირის საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ირანი იქნება.
„ტრამპთან ვისაუბრებ საერთაშორისო პოლიტიკაზე ყველა იმ მიმართულებით, რაც ორივე ქვეყნისთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.