ტერეზა მეი აცხადებს, რომ მისი პარტიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, აირჩიონ ევროკავშირთან შეთანხმება ან ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ მისი პარტიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, აირჩიონ ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმება, რომელიც პარტიას თავად წარუდგინა ან ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე. აღნიშნულის შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ ტელეკომპანია ВВС-ის ეთერში გააკეთა.
„ვფიქრობ, ევროკავშირთან მოლაპარაკების შედეგად მომგებიანი შეთანხმება გვექნება“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. ოფიციალურ ლონდონსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების პროცესი გრძელდება.