ტერეზა მეი აცხადებს, რომ მისი პარტიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, აირჩიონ ევროკავშირთან შეთანხმება ან ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე

15:24, 17.09.2018

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ მისი პარტიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, აირჩიონ ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმება, რომელიც პარტიას თავად წარუდგინა ან ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე.  აღნიშნულის შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ ტელეკომპანია ВВС-ის ეთერში გააკეთა.

„ვფიქრობ, ევროკავშირთან მოლაპარაკების შედეგად მომგებიანი შეთანხმება გვექნება“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. ოფიციალურ ლონდონსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების პროცესი გრძელდება.

მსგავსი