თენგიზ სულაქველიძე - კარგი იქნება, საფეხბურთო სკოლებს წყლის ფიქსირებული ტარიფი დაუწესდეს (ვიდეო)
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“, რომლის თანაწამყვანიც ცნობილი ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევია, დღეს ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა თენგიზ სულაქველიძემ ბავშვთა ფეხბურთის პრობლემებზე ილაპარაკა.
20 წლის წინ, ვეტერანმა ფეხბურთელმა საკუთარი საფეხბურთო აკადემია დააფუძნა, სადაც გაიზარდნენ საქართველოს ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი წევრები, საბა კვირკველია, დათო იმედაშვილი, ოთარ მარცვალაძე. თენგის სულაქველიძემ ბავშვთა ფეხბურთის უცნობ პრობლემებზე ილაპარაკა.
„ფეხბურთელები მოედანზე იზრდებიან. ამიტომ, საფარის ხარიხს დიდი მნიშვნელბა აქვს. ჩვენ თუ გვინდა კარგი საფარი გვქონდეს, აუცილებელია, რომ პირველი პრობლემა, წყლის პრობლემა მოგვარდეს. ეს მარტო ჩვენ არ გვეხება, ყველა საფეხბურთო სკოლის სატკივარია. 20 ტონა წყალი მაინც გჭირდება, მოედანი დღეში ორჯერ რომ მოვრწყათ. ეს თანხებთანაა დაკავშირებული, ჩვენ კი მიზერული შემოსავლები გვაქვს და ამას ვერ გავწვდებით. არ ვამბობთ, რომ გადასახადისგან საერთოდ გაგვათავისუფლონ, მაგრამ ფიქსირებული გადასახადი დააწესონ, რომელსაც გადავიხდით“ – ამბობს თენგიზ სულაქველიძე.
ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ბოლო წლებში საფეხბურთო სკოლებს ფეხბურთის ფედერაცია ეხმარება: „ჩვენ აკადემიაში ბევრი მოედანი გვაქვს და დიდი ხარჯია. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც შესანიშნავი მოედანი გვაჩუქა. ის ყოველწლიურად აფინანსებს სკოლებს, რაც აქამდე არ ყოფილა. ამან მოგვცა საშუალება, რომ წელს სფფ-ს დახმარებით კიდევ ორი მინი-სტადიონი გავაკეთოთ“.