ტაიმაუტი | ლაშა დვალი - მქონდა განცდა, რომ გავიტანდი და პენალტი ამიტომ დავარტყი #1TVSPORT
ტაიმაუტი | ლაშა დვალი - მქონდა განცდა, რომ გავიტანდი და პენალტი ამიტომ დავარტყი #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველმა და საბრეძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, ლაშა დვალმა პირველ არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც პენალტი დაარტყა.

„შეხვედრა კარგად წამივიდა და, ჩემი აზრით, კარგად ვითამაშე. თავს კარგად ვგრძნობდი და მქონდა განცდა, რომ გავიტანდი. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, პენალტი დამერტყა და, ღმერთის წყალობით, ბურთი ბადეში აღმოჩნდა.

პენალტისტების ხუთეული წინასწარ თუ იყო ცნობილი? პირველი სამი მხოლოდ – ქოჩორაშვილი სულ არტყამდა. ხვიჩა და ჩაკვე უკვე გასულები იყვნენ, თორემ აუცილებალდ შეასრულებდნენ, რადგან წინასწარაც ვარჯიშობდნენ. თუმცა ისე მოხდა, რომ მოედანზე ისინი დავრჩით, ვინც პენალტებს ნაკლებად ვარტყამდით.

ბიჭებმა მაგრად დაარტყეს. მიქაუტაძემაც კარგად შეასრულა, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება და ააცილა. საბოლოდ ფეხბურთში ყველაფერი გოლებით ითვლება და ჩვენ გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ლაშა დვალმა.