„მომავლის თასის“ გამარჯვებული თბილისის „ლოკომოტივი“ გახდა #1TVSPORT
„მომავლის თასის“ გამარჯვებული თბილისის „ლოკომოტივი“ გახდა #1TVSPORT

„მომავლის თასის“ გამარჯვებული თბილისის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიის გუნდი გახდა. ტურნირი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ივიკო ჭელიძის ხსოვნას ეძვნება, 12 წელია, ტარდება.

ამჯერად მთავარი პრიზისთვის 2012 წელს დაბადებული ბავშვები იბრძოდნენ. 16 მონაწილიდან გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „ლოკომოტივისა“ და „იბერიის“ აკადემიების გუნდები დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გაიმართა, რომელიც უკეთ „ლოკომოტივმა“ შეასრულა და მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.

ტურნირის ორგანიზატორი თბილისის ფეხბურთის ფედერაცია იყო, რომლის ხელმძღვანელებმა, ივიკო ჭელიძის ოჯახის წევრებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა ფინალური მატჩის შემდეგ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები დააჯილდოვეს.

აქვე ვიტყვით, რომ თბილისის ფეხბურთის ფედერაცია 2013-14-15 წლებში დაბადებულ ფეხბურთელთა შორის ნოდარ ახალკაცის სახელობის რიგით XV ფესტივალს ჩაატარებს, რომელიც სტარტს 28 მაისს აიღებს და 2 ივნისს დასრულდება.