თენგიზ ცერცვაძე - დიდ სიფრთხილეზე წავიდა სამინისტროს ხელმძღვანელობა, თორემ ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან
მულტიპროფილური კლინიკების შერჩევით, დიდ სიფრთხილეზე წავიდა ჩვენი სამინისტროს ხელმძღვანელობა, თორემ ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„მულტიპროფილური კლინიკები იქნა შერჩეული, ინფექციური არ არის მულტიპროფილური. ჩვენ ვიღებთ და ვემსახურებით ინფექციურ ავადმყოფებს. დიდ სიფრთხილეზე წავიდა ჩვენი სამინისტროს ხელმძღვანელობა, თორემ ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან. ჩვენები ამ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ უპრეცედენტო სიფრთხილეზე წავიდნენ“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა გრძელდება.
„ასტრაზენეკას“ შესახებ ყველაფერი ვიცით და ჩვენი რესურსი აბსოლუტურად საკმარისია, ჩვენი რეუსრსი „ფაიზერისთვისაც“ საკმარისია, მაგრამ სახელმწიფო გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს. „ფაიზერზე“ ჯერ ცნობილი არ არის, რა გართულებები იქნება, ამიტომ აირჩიეს მულტიპროფილური კლინიკები. ასევე, „ასტრაზენეკა“ 42 ათასია და კიდევ შემოვა, „ფაიზერი“ ცოტაა, სულ 15 ათასი ადამიანის სამყოფი დოზაა. ის რომ ძალიან დაეფანტათ, არაეფექტური იქნებოდა. მას შენახვის სხვა სისტემა უნდა, -80-იანი მაცივრები, ყველაფერ ამის გამო, საბჭომ ოპტიმალურად მიიჩნია 6-7 კლინიკის ჩართვა, რაც „ფაიზერისთვის“ სავსებით საკმარისია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.