თენგიზ ცერცვაძე - დღევანდელი მდგომარეობით, საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს
დღევანდელი მდგომარეობით, საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 15 დღეში ინფიცირებულთა მნიშვნელოვან კლებას თუ მივაღწევთ, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მთავრობა გადახედავს და სწავლის დაწყების ნებართვას გასცემს.
„უკვე ორი წელია, სკოლის გარემო არ უნახავთ ბავშვებს. ონლაინსწავლება არა მარტო ინტელექტუალურ და გონებრივ განვითარებას უშლის ხელს, მათ ფიზიკურ განვითარებასა და ადამიანურ ურთიერთობასაც. დღევანდელი პირობებით, დასწრებული სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს, რომ ინფექცია კიდევ უფრო გავრცელდეს. თუ 15 დღეში მივაღწევთ მნიშვნელოვან კლებას, იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მთავრობა გადახედავს და სწავლის დაწყების ნებართვას გასცემს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.