თენგიზ ცერცვაძე - არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს სრული თავისუფლება, ხელი არ შეგეშალოს რესტორნებში სიარულში, მეორე მხრივ, ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაზე
თენგიზ ცერცვაძე - არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს სრული თავისუფლება, ხელი არ შეგეშალოს რესტორნებში სიარულში, მეორე მხრივ, ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაზე

მოსახლეობას მივმართავ – არ შეიძლება, ერთი მხრივ გინდოდეს, ხელმძღვანელობისგან კატეგორიულად მოითხოვდე, რომ გქონდეს სრული თავისუფლება, ხელი არ შეგეშალოს რესტორნებში სიარულში, ღამე გადაადგილებაში, მაღაზიებში, ფიტნესდარბაზებსა და სპორტდარბაზებში სიარულში და მეორე მხრივ, ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაზე, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გრძელდება. ამასთან, როგორც ცერცვაძე ამბობს, ვაქცინაციაზე უარის თქმის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„გრძელდება სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ, არ ვიცრით. სრულმასშატაბიან ვაქცინაციას ვერ ვატარებთ. დღეში უნდა ვატარებდეთ სამ-ოთხი ათას აცრას. ყველა ქვეყანა, მათ შორის ყველაზე წარმატებული ვაქცინაციის ქვეყნები, ამერიკა, ბრიტანეთი, ისრაელი, ნაწილობრივ გერმანია, აგრძელებენ პირბადეებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების გამოყენებას. მივმართავ მოსახლეობას, არავითარი საფუძველი არ არსებობს ვაქცინაციაზე უარის თქმის.

„ასტრაზენეკა“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა. დადგინდა ეს, ყველა მკაცრმა მარეგულირებელმა გააკეთა განცხადება. ძალიან ბევრი ქვეყნის პირველმა პირმა აიცრა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯანდაცვის მინისტრმა. მეტი რა ვქნათ? მოსახლეობას მივმართავ – არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს, ხელმძღვანელობისგან კატეგორიულად მოითხოვდე, რომ გქონდეს სრული თავისუფლება, ხელი არ შეგეშალოს რესტორნებში სიარულში, ღამე გადაადგილებაში, მაღაზიებში სიარულში, ფიტნესდარბაზებსა და სპორტდარბაზებში სიარულში, მეორე მხრივ, ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაზე. ეს ორი რამ შეუთავსებელია. როგორმე უნდა გავიგოთ, რომ ან ერთი გზა ავირჩიოთ, ან მეორე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.